საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

28.11.2012

კომისიამ მანდატურის უნიფორმის საუკეთესო ესკიზები გამოავლინა

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიკრიბა, რომელმაც სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი მანდატურის ახალი უნიფორმის ესკიზები შეაფასა და მათ შორის საუკეთესო ნამუშევრები გამოავლინა.

კომსია ყველასათვის ცნობილი დიზაინერებით, მხატვრებითა და სხვა ცნობადი სახეებით იყო დაკომპლექტებული, როგორებიც არიან: თაკო ჩხეიძე, იკა ბობოხიძე, ზაალ სულაკაური, მიშა ჭიაურელი, მალხაზ კუხაშვილი დავით ლაბაძე, ნანუკა ლითანიშვილი. კომისიის თავმჯდომარე გახლდათ მანდატურის სამსახურის უფროსი ლევან აბაშიძე.

გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები ელექტორონული წიგნებით (ქინდლით) დაჯილდოვდებიან, ხოლო მათი ესკიზების საფუძველზე პროფესიონალი დიზაინერები მანდატურის ახალ უნიფორმას შექმნიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურმა წამახალისებელი კონკურსი 12 ნოემბრიდან გამოაცხადა და მასში საქართველოს მასშტაბით ყველა კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ესკიზები 26 ნოემბრამდე უნდა წარედგინათ. მანდატურის სამსახურში 1000-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც 20 საუკეთესო აირჩა.

გამარჯვებულების ვინაობა საზოგადოებისთვის დეკემბრის შუა რიცხვებში დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge