საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

17.01.2013

მანდატურის სამსახურმა საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულების სამსახურის უფროსი ლევან აბაშიძე და ორგანიზაცია ,,PH international’’-ის წარმომადგენელი თინათინ ებანოიძე სკოლების დირექტორებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი ახალი საპილოტე პროექტის ,,სამართლებრივი კულტურის საწყისების სწავლება სკოლებში’’  გაცნობა იყო.

განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურისა და PH international-ის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ითვალისწინებს სკოლის მანდატურების მომზადებას სამართლებრივი კულტურის საწყისებში. სამოქალაქო განათლების ექსპერტები და ფსიქოლოგები  მანდატურებს 4 დღიან ინტენსიურ ტრენინგებს ჩაუტარებენ, რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მოზარდი და მისი ფსიქო-სოციალური განვითარება, ძალადობის რაობა, არასრულწლოვანი და კანონი, სასკოლო კონფლიქტების მართვა და ა.შ.

პროექტის ფარგლებში, გადამზადებული მანდატურები კლასის დამრიგებლებთან ერთად, მე-7 კლასელ მოსწავლეებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ჩაუტარებენ, რაც სკოლებში დანაშაულის პრევენციას და მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

ახალი საპილოტე პროექტი, ამ ეტაპზე, თბილისის 10 საჯარო სკოლაში (1-ლი ექსპერიმენტული, მე-10, 173-ე, 31-ე, 24-ე, 165-ე, 139-ე, 94-ე, მე-5, 130-ე) განხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც, განათლების სამინისტროსთან ერთად PH international-ი განახორციელებს.

ორგანიზაცია PH international (ადრე ცნობილი, როგორც პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად 2008 წლიდან ახორციელებს ,,სამართლებრივი განათლების პროგრამას’’. პროგრამა ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში სამართლებრივი კულტურის საკითხების პოპულარიზაციას, მოსწავლეთა დანაშაულის, მათ შორის დისციპლინური დარღვევების, პრევენციას სკოლებში.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge