საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

21.01.2013

სკოლის მანდატურები სამართლებრივი განათლების პროგრამაში ჩაერთვებიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების სამსახურისა და  ორგანიზაცია PH international-ის ერთობლივი პროექტი ,,სამართლებრივი კულტურის საწყისების სწავლება მე-7 კლასელებში’’  დაიყწო.

 

პროგრამის ფარგლებში  სამოქალაქო განათლების ექსპერტები, ფსიქოლოგები და სამართალმცოდნეები შერჩეულ 20 მანდატურსა და პედაგოგებს  ინტენსიურ ტრენინგებს უტარებენ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოზარდი და მისი ფსიქო-სოციალური განვითარება, ძალადობის რაობა, არასრულწლოვანი და კანონი, სასკოლო კონფლიქტების მართვა და ა.შ.

 

პროექტის ფარგლებში, გადამზადებული მანდატურები, კლასის დამრიგებლებთან ერთად მე-7 კლასელ მოსწავლეებს სამართლებრივი კულტურის გაკვეთიელბს ჩაუტარებენ, რაც მართმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდას და მოსწავლეთა დანაშაულის, მათ შორის დისციპლინური დარღვევების, პრევენციას ემსახურება.

 

ახალი საპილოტე პროექტი, ამ ეტაპზე, თბილისის 10 სკოლაში განხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც, განათლების სამინისტროსთან ერთად PH international-ი განახორციელებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge