ახალი ამბები
06.02.2013
მანდატურის სამსახური მშობლებთან შეხვედრებს იწყებს
დღეიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საჯარო სკოლების მშობლებთან ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს. შეხვედრების მიზანი მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა და მანდატურის ინსტიტუტთან დაკავშირებით, მათი შეხედულებებისა და პოზიციის გაცნობაა.
დღეს სამსახურის უფროსი ლევან აბაშიძე და სამსახურის წარმომადგენლები თბილისის 10 საჯარო სკოლის ყოფილი სამეურვეო საბჭოს წევრ მშობლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი მანდატურის სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს და მანდატურის საქმიანობას შეეხო. ლევან აბაშიძემ მშობელთა რეკომენდაციები და წინადადებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი