ახალი ამბები
19.02.2013
სკოლის მანდატურები პირველადი დახმარების უნარ-ჩვევებით აღიჭურვებიან
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სკოლის მანდატურები პირველადი დახმარების უნარ-ჩვევებში მომზადების კურსს გადიან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ახალ პროექტს ,,საქართველოს გადაუდებელი დახმარების ექიმთა კოლეჯთან’’ ერთად ახორციელებს.
ტრენინგების ფარგლებში, სკოლის მანდატურები პრაქტიკულად შეისწავლიან, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დაზარალებულს პირველადი დახმარება სწორად და სწრაფად ექიმის მოსვლამდე.
პირველ ეტაპზე ტრენინგებს თბილისის საჯარო სკოლების მანდატურები გაივლიან, სამომავლოდ კი, პროექტში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის მანდატური ჩაერთვება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი