საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

30.10.2010

მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ

სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 40 მანდატური და №1 , №10 , № 157 , №29, №52 სკოლის მოსწავლეები თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურ საბავშვო თეატრს ეწვივნენ. მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად კარელ ჩაპეკის „კატის ზღაპარი“ იხილეს. სპექტაკლს, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე,კოკა სეფერთელაძე ესწრებოდა.

კოკა სეფერთელაძის თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია, თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.

მანდატურის სამსახური მომავალშიც გაარძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხოებაზე. სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციაში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge