საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.03.2013

შეხვედრა საპილოტე პროექტში ჩართულ მანდატურებთან და პედაგოგებთან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ და ორგანიზაცია PH international-ის წარმომადგენლებმა შუალედური შეხვედრა გამართეს იმ პედაგოგებთან და მანდატურებთან, რომლებიც საპილოტე პროექტში ,,სამართლებრივი კულტურის საწყისების სწავლება მე-7 კლასელებში’’  არიან ჩართულები.

პროექტის ავტორებმა მანდატურებისა და პედაგოგების შეფასებები მოისმინეს-როგორც მათ აღნიშნეს, ბავშვების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია და აქტიურად არიან ჩართულები გაკვეთილების მიმდინარეობის პროცესში. მათივე თქმით, სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებმა სხვა კლასების და მშობლების დიდი ინტერესიც გამოიწვია.

PH international-ის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ის შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს მანდატურებს, რომლებიც მონიტორინგის შედეგად შეიმუშავეს. მათი თქმით, მანდატურებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას და სამომავლოდ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, 

პროექტის მასშტაბების გაზრდაზე იმუშავებენ.

პროგრამის დახვეწის მიზნით, მანდატურებთან და პედაგოგებთან შეხვედრებს შემფასებელთა ასოციაციის კონსულტანტებიც გამართავენ. პროგრამის მონიტორინგის შედეგების საბოლოო შეფასება მისი დასრულების შემდეგ მოხდება.

საპილოტე პროექტი, რომელიც თბილისის 10 საჯარო სკოლაში ხორციელდება და დანაშაულის პრევენციას და მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება, დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge