ახალი ამბები
მანდატურები და მოსწავლეები საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საჯარო სკოლების მანდატურები და მოსწავლეები საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში შემეცნებით საუბრებს დაესწრნენ.
შეხვედრის დაწყებამდე მანდატურებმა, ბავშვებთან ერთად, ეროვნული საისტორიო არქივის მიერ გამოფენილი უნიკალური საგანძური-უძველესი ხელნაწერები, სახარებები და ფოტოები დაათვალიერეს. მოგვიანებით, კი მათ არქივის დირექტორი ანტონ მაჭარაძე და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი გიორგი ფარეშიშვილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ამ საკითხზე ისტორიული ხასიათის ლექცია ჩაუტარეს.
სამომავლოდ, მანდატურის სამსახური ახალგაზრდულ ცენტრთან, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს შემეცნებითი საუბრები სხვადასხვა თემაზე, მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი