ახალი ამბები
13.04.2013
მანდატურის სამსახური გარემოს დაცვის სამინისტროს კამპანიას ,,დარგე შენი მომავალი’’ შეუერთდა
მანდატურის სამსახურმა გარემოს დაცვის სამინისტროს კამპანიის ფარგლებში ,,დარგე შენი მომავალი'' გამწვანების აქცია მოაწყო.
მანდატურებმა და მოსწავლეებმა თბილისის 102-ე საჯარო სკოლის ტერიტორია გაამწვანეს. სკოლის ტერიტორიაზე წაბლისა და ჭალის მუხის 100-მდე ნერგი დაირგო, რომლის მოვლაზეც მომავალში მანდატურები და მოსწავლეები სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად იზრუნებენ.
გამწვანების აქციაში განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემაც მიიღო მონაწილეობა.
კამპანია ,,დარეგე შენი მომავალი'' გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლებას და საზოგადოების გარემოსდაცვით პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვას ემსახურება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი