საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

15.04.2013

მანდატურის სამსახურს სამი წელი შეუსრულდა

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის შექმნიდან სამი წელი გავიდა. განათლებისა და მეცნიერების მანისტრმა გიორგი მარგველაშვილმა თავად მიულოცა მანდატურის სამსახურს სამი წლის იუბილე, ისაუბრა სამსახურის მნიშვნელობაზე და მანდატურების როლზე უსაფრთხო სკოლის არსებობის საქმეში.

 მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ მოკლედ შეაჯამა სამსახურის მუშაობის შედეგები, ისაუბრა 2012 წლის ნოემბრიდან განხორციელებულ ცვლილებეზე, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მანდატურის სამსახურში არაერთი ცვლილება განხორციელდა: მოხდა სამსახურის დეპოლიტიზირება; ცვლილება შევიდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში და მანდატურის დებულებაში, რომლის საფუძველზეც, სკოლის მანდატურებს ჩამოერთვათ სკოლის ადმინისტრაციაში  ჩარევის და მასწავლებლის კონტროლის ფუნქცია; ჩატარდა მანდატურების ატესტაცია; კონკურსი გამოცხადდა მანდატურის ახალი ფორმის ესკიზების შექმნაზე და მომავალი სასწავლო წლიდან მანდატურები ახალი ფორმით შევლენ სკოლებში; მანდატურების პროფესიული ზრდის მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს მათი გადამზადება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში; მანდატურები ჩაერთნენ სამართლებრივი განათლების პროგრამაში; მანდატურის სამსახურის ბაზაზე იქმნება ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც დახმარებას გაუწევს სკოლის მოსწავლეებს.

შეხვედრის ბოლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელობამ წარმატებულ მანდატურებს სიგელები და სპეციალური მედალიონები გადასცეს, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე, მანდატურის სამსახურის სხვა თანამშრომლებიც.

მანდატურის მედალიონი სამახსოვროდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრსაც გადაეცა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge