საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

22.04.2013

მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ფსიქოლოგიური ცენტრი გაუწევს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციტივით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე ფსიქოლოგიური ცენტრი ამოქმედდა. დღეს, გიორგი მარგველაშვილმა ახალი პროექტი ჟურნალისტებს გააცნო.

მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც ფსიქოლოგების, ბავშვთა ფსიქიატრებისა და სოციალური მუშაკებისაგან არის დაკომპლექტებული, კვალიფიციურ ფსიქო-სოციალურ მომსახურებას გაუწევს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე 6-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს, კერძოდ, დაეხმარება:

  • იმპულსური ქცევის მართვასა და საკუთარი თავის კონტროლის უნარის გამომუშავებაში;
  • აგრესიული ქცევის შემცირებაში;
  • ემოციების რეგულაციაში;
  • თანატოლებთან პრობლემური ურთიერთობის   მოგვარებაში;
  • კომუნიკაციის და კონფლიქტების მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში;
  • მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაში;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობების დარეგულირებაში.

ცენტრი ასევე საგანმანათლებლო საქმიანობას განახორციელებს სკოლის მასწავლებლებთან,  ადმინისტრაციასთან და მანდატურებთან. ფსიქოლოგიური ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ თერაპიას და თემატური ტრენინგ-პროგრამების შემუშავებას და ჩატარებას.

თბილისის გარდა, ფსიქოლოგიური ცენტრის გახსნა   ბათუმში,  ქუთაისში, გორსა და თელავშიც იგეგმება, სადაც სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს გაუწევენ დახმარებას.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge