საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.05.2013

,,არ დაემონო თამბაქოს, იყავი თავისუფალი’’-მანდატურები და მოსწავლეები თამბაქოს წინააღნდეგ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს შეუერთდა. კვირეული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ არის ორგანიზებული და ეძღვნება ,,მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე’’, რომელსაც ყოველი წლის 31 მაისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტებმა მოსწავლეებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექცია ,,თამბაქოსაგან თავისუფალი გარემო’’

ლექციის დაწყებამდე კლასიკური გიმნაზიის ეზოში მანდატურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო ფლეშმობი, რომელშიც სკოლის მანდატურებთან ერთად მონაწილეობას კლასიკური გიმნაზიისა და 51-ე საჯაროს სკოლის მოსწავლეები, ასევე, მამუკა ლომაშვილის სკოლა-სტუდიის ,,სახლი თეატრში’’ აღსაზრდელები იღებდნენ.

ამ ინიციატივით, მანდატურები და მოსწავლეები ერთობლივად მოუწოდებენ ყველას იცხოვრონ ჯანსაღი წესით თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოში.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ასევე მანდატურებისა და მოსწავლეების ერთობლივი სპორტული ღონისძიებები.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge