ახალი ამბები
30.05.2013
მანდატურები და მოსწავლეები თამბაქოს წინააღმდეგ
,,არ დაემონო თამბაქოს, იყავი თავისუფალი’’- ამ დევიზით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის გუნდმა თბილისის 64-ე, 195-ე და მე-2 საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მინი ფეხბურთში შეხვედრები გამართა.
აქცია-თამაში მიეძღვნა ,,მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე’’, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველი წლის 31 მაისს აღნიშნავს.
შეხვედრები მანდატურების გამარჯვებით სიმბოლური ანგარიშებით დასრულდა. თამბაქოს წინააღმდეგ მიმართული აქციით მოსწავლეებმა და მანდატურებმა ერთობლივად გამოხატეს თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულს მანდატურის სამსახური სხვადასხვა ღონისძიებებით შეუერთდა.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი