ახალი ამბები
გაიღე სისხლი-აჩუქე სიცოცხლე!
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ დონაციის კვირეულს, რომელიც სისხლის დონორის მსოფლიო დღის 10 წლისთავს ეძღვნება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურიც შეუერთდა.
აქციის ,,გაიღე სისხლი-აჩუქე სიცოცხლე’’ ფარგლებში მანდატურის სამსახურის უფროსმა ლევან აბაშიძემ და სკოლის მანდატურებმა სისხლი იაშვილის სახელობის კლინიკის სისხლის ბანკს ჩააბარეს. უანგაროდ გაღებული სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება, რომლებიც ყოველდღიურად საჭიროებენ სისხლის კომპონენტებს.
სკოლის მანდატურები მსგავს აქციებში ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას.
14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი