საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.06.2013

სკოლის მანდატურებმა აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსთან ერთად შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის ინიციატივით კამპანია ,,მწვანე თვის’’ ფარგლებში დასუფთავების აქცია მოეწყო.

ბათუმისა და ქობულეთის სკოლების 50-მდე მანდატურმა ჩაქვის სანაპირო ზოლი (ბუკნარი-ბობოყვათი) დაასუფთავეს.

,,მწვანე თვედ’’ ივნისი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები განხორციელდა.

დასუფთავების აქციაში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსმა ვახტანგ წულაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კილაძემაც მიიღეს მონაწილეობა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge