ახალი ამბები
03.07.2013
სამინისტრო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის სახელწოდებაა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის საქართველოში“.
პროგრამა მიზნად ისახავს განათლების ეროვნული მოდელის შექმნას საქართველოში განათლების საჯარო სექტორისთვის. ამ მიზნით იგეგმება:
- სოციალურად დაუცველი, ქცევითი პრობლემების მქონე და სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების შესახებ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა;
- სამიზნე ჯგუფების ბავშვების იდენტიფიცირება საგანმანათლებლო საჭიროებების მიხედვით;
- საგანმანათლებლო რესურსების ნუსხის შედგენა თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის;
- ეროვნული მოდელის სადისკუსიო დოკუმენტის შექმნა.
ახალი პროგრამა დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინა.
პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ბაზაზე შექმნილ ფსიქოლოგიურ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი