საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.07.2013

მანდატურის სამსახურის წარმომადგენლობა NASRO-ში კონფერენციას დაესწრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში სამსახურის წარმომადგენლები ამერიკის სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა  ეროვნული ასოციაციის ( NASRO ) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ,,უსაფრთხო სკოლა’’ დაესწრნენ.

კონფერენციის მონაწილეებს მანდატურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კილაძემ  მოკლედ გააცნო სამსახურის საქმიანობა და NASRO-ს აღმასრულებელ დირექტორს მო კენედის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოწვევის წერილი და მადლობის სიგელი გადასცა.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა NASRO-ს  წევრების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ქართველ მანდატურებს ტრენინგებს ჩაუტარებენ სასკოლო ძალადობის პრევენციის საკითხებზე.

ერთკვირიანი კონფერენციისა და ინტენსიური ტრენინგების  დასრულების შემდეგ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს კონფერენციაში მონაწილეობის სერთიფიკატები გადაეცათ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აშშ-ს  სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნულ ასოციაციასთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge