ახალი ამბები
მანდატურები და მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის ხსოვნის საღამოს დაესწრნენ
წეროვანის სკოლის 50-მდე დევნილი მოსწავლე სკოლის მანდატურებთან ერთად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მწერლის ხსოვნის საღამოს დაესწრო და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი ,,სიცოცხლის ხე’’ ნახა.
საღამო კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ ,,ჩემი საქართველოს‘’ ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ ფონდ ,,ჩემი საქართველოს’’ წარმომადგენლებმა და ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებმა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონზე მწერლის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადეს. მოსწავლეებმა და მანდატურებმა საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ქართველი გამოჩენილი მწერალი და მოღვაწე ნოდარ დუმბაძე 1984 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა. ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი გმირების ავტორს წელს 85 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კულტურულ საგანმანათლებლო ფონდი ,,ჩემი საქართველო’’ საიუბილეო კვირეულის მოწყობას გეგმავს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი