ახალი ამბები
21.09.2013
ახალციხის სკოლის მანდატურები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრნენ

ახალციხის სკოლების მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად მე-7 სკოლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელები მოინახულეს. მოსწავლებმა მოზარდები საკონცერტო პროგრამითა და მხიარული თამაშებით გაახალისეს, მანდატურებმა კი ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრეს.
ახალციხის მე-7 სკოლაში 6-დან 18 წლამდე ასაკის 20 მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლე სწავლობს.
ახალციხელი მანდატურების ინიციატივას მანდატურის სამსახურიც შეუერთდება და მომავალში საქველმოქმედო აქციები დაიგეგმება.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი