საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

30.09.2013

NASRO-ს წარმომადგენლები სკოლებს ეწვივნენ

NASRO-ს წარმომადგენლები სკოლებს ეწვივნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მოწვევით საქართველოში აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული  ასოციაციის (NASRO) წარმომადგენლები  იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები მანდატურის სამსახურის უფროსთან ვახტანგ მეიფარიანთან ერთად თბილისის 51-ე და 161-ე საჯარო სკოლებს ეწვივნენ, სადაც სკოლის მანდატურებს შეხვდნენ და მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაეცნენ.

ასოციაციის წარმომადგენლებმა 51-ე საჯარო სკოლაში   თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ”მომავლის კლასი” დაათვალიერეს, სასწავლო პროცესს დაესწრნენ და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაესაუბრნენ. სტუმრების თქმით, მათთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ბავშვები თავისუფლად ახერხებენ ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას და ინგლისურთან ერთად სხვა უცხო ენებსაც ეუფლებიან.

ვიზიტის ფარგლებში  ამერიკული ასოციაცია NASRO-ს წარმომადგენლები სკოლის მანდატურებს ხუთდღიან ტრენინგებს ჩაუტერებენ.

 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge