ახალი ამბები
ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებს ტრენინგებს უტარებენ
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურს აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაციის (NASRO-ს) წარმომადგენლები სტუმრობენ. ვიზიტის ფარგლებში ასოციაციის ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებსა და ფსიქოლოგებს ხუთდღიან ტრენინგებს უტარებენ.
ტრენინგების გახსნას სასტუმრო ,,ამბასადორში’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანიც დაესწრნენ.
აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) ინსტრუქტორები ქართველ მანდატურებსა და ფსიქოლოგებს ასოციაციის საქმიანობას აცნობენ და აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცრების გამოცდილებას უზიარებენ. ტრენინგ-კურსი მოიცავს სამართლებრივი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას დანაშაულის, ნარკოტიკის მოხმარების, ძალადობის შემცირებისა და უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ქენედი სერთიფიკატებს გადასცემს.
მანდატურის სამსახური ამერიკულ ორგანიზაცია NASRO-სთან 2011 წლიდან თანამშრომლობს.
აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია NASRO წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც ახორციელებს სამართალებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი