ახალი ამბები
მანდატურები საქველმოქმედო აქციებს განაგრძობენ
№71-ე საჯარო სკოლის მანდატურები, მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წევრები გამჯაშვილების 14 სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ოჯახის 5 ბავშვი ამავე სკოლაში სწავლობს. მანდატურებმა და სკოლის დირექციამ ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ტანსაცმლით დაასაჩუქრეს. გამჯაშვილების ოჯახს 12 ბავშვი ჰყავს, რომელთა უმრავლესობა არასრულწლოვანია, მათ შორის ორი ტყუპია. პატარები მანდატურებმა საკუთარი ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ დაწყებული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დაასაჩუქრეს.
სკოლის მანდატურების თქმით, მათთვის ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში.
მანდატურის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საქველმოქმედო აქციებს. ისინი ზრუნავენ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე. სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.
* * *
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და ზუგდიდის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი