ახალი ამბები
ბავშვთა დაცვის ოფიცრების მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა
![ბავშვთა დაცვის ოფიცრების მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა](http://mandaturi.gov.ge/image/cache/data/news/1555446441-cr-800x600.jpg)
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის ფარგლებში 200-ზე მეტმა მანდატურმა ბავშვთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსის პირველი ეტაპი გაიარა.
ტრენინგები გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) დაფინანსებით მიმდინარეობს. კურსი მოიცავს იმ ძირითადი საკითხების სწავლებას, რაც მანდატურებს მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში დაეხმარება. ფიზიკური უსაფრთხოების დაცვასთან ერთად ოფიცრებმა უნდა შეძლონ მოსწავლეთა ქცევითი დარღვევებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ცენტრში, ან შესაბამის სამსახურში გადამისამართება.
მომზადებაში ფსიქოლოგებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის მიერ დატრენინგებული ბავშვთა დაცვის ოფიცრები ეხმარებიან.
გადამზადების კურსს ყველა მანდატური ეტაპობრივად გაივლის და 2014 წლიდან სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბავშვთა დაცვის ოფიცრები იზრუნებენ.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი