საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.11.2013

ქუთაისში ბავშვთა დაცვის ოფიცრების მომზადება დაიწყო

 ქუთაისში ბავშვთა დაცვის ოფიცრების მომზადება დაიწყო

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის ფარგლებში ქუთაისის მანდატურები  ბავშვთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსის პირველ ეტაპს გადიან.  ამ ეტაპზე მომზადდება 80 მდე მანდატური.

ტრენინგები გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის (UNICEF) დაფინანსებით მიმდინარეობს. კურსი მოიცავს იმ ძირითადი საკითხების სწავლებას, რაც მანდატურებს მოსწავლეთათვის ფიზიკური და ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნაში დაეხმარება. ოფიცრებმა უნდა შეძლონ მოსწავლეებთან პრევენციულ დონეზე მუშაობა და მოსწავლეთა ინფორმირება უსაფრთხოების საკითხებზე,  კრიზირული სიტუაციების მართვა, მცირე კონფლიქტების მოგვარება, მოსწავლეთა ქცევითი დარღვევებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში  ფსიქოლოგიურ ცენტრში, ან შესაბამის სამსახურში  გადამისამართება.

მომზადებაში ფსიქოლოგებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური ცენტრის მიერ დატრენინგებული ბავშვთა დაცვის ოფიცრები ეხმარებიან.

გადამზადების კურსს ყველა მანდატური ეტაპობრივად გაივლის და 2014 წლიდან სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბავშვთა დაცვის ოფიცრები იზრუნებენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge