საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

18.11.2013

სამართლებრივი განათლების პროგრამაში რეგიონების სკოლებიც ჩაერთვებიან

სამართლებრივი განათლების პროგრამაში რეგიონების სკოლებიც ჩაერთვებიან

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია PH international-ის სამართლებრივი განათლების ერთობლივი პროგრამა თბილისის გარდა რეგიონების საჯარო სკოლებშიც განხორციელდება.

პროგრამა ითვალისწინებს შერჩეული სკოლების მანდატურებისა და პედაგოგების მომზადებას სამართლებრივი კულტურის საწყისებში. სამოქალაქო განათლების ექსპერტებმა, ფსიქოლოგებმა და სამართალმცოდნეებმა ფოთის, თელავის, ხაშურისა და ახალციხის 20 სკოლის მანდატურებსა და პედაგოგებს ინტენსიური ტრენინგები ჩაუტარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: მოზარდი და მისი ფსიქო-სოციალური განვითარება, ძალადობის რაობა, არასრულწლოვანი და კანონი, სასკოლო კონფლიქტების მართვა და ა.შ.

გადამზადებული მანდატურები და პედაგოგები მომავალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასელ მოსწავლეებს ყოველკვირეულად ჩაუტარებენ ერთობლივ გაკვეთილებს სამართლებრივი კულტურის საწყისებში.

სამართლებრივი განათლების პროგრამა სკოლებში დანაშაულის პრევენციას და მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge