ახალი ამბები
იმერეთის რეგიონის სკოლების დირექტორები მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის პროექტს გაეცნენ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ მეიფარიანმა და ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ზარდალიშვილმა ქუთაისში იმერეთის რეგიონის სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართეს და მანდატურის სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი გააცნეს.
რეორგანიზაცია მანდატურის სამსახურის ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახურით ჩანაცვლებას და მანდატურებისთვის მეტი კომპეტენციის მინიჭებას ითვალისწინებს.
კომლექსური მომზადების შემდეგ მანდატურები სპეციალური უნარ-ჩვევებით აღიჭურვებიან და მომავალში უკვე ბავშვთა დაცვის ოფიცრები, მოსწავლეთა ფიზიკური უსაფრთხოების დაცვასთან ერთად, სკოლაში უსაფრთხო ფსიქოლოგიური გარემოს უზრუნველყოფენ.
ბავშვთა დაცვის ოფიცრების ახალი კომპეტენცია მედიაცია, მოსწავლეთა ქცევითი და ფსიქოლოგიური პრობლემების პირველადი იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიურ ცენტრში, ან სხვა სამსახურებში გადამისამართება იქნება.
პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მანდატურის სამსახურისა და ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელებმა დირექტორების შეფასებები მოისმინეს და კითხვებს უპასუხეს.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი