საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.12.2013

მანდატურის სამსახურის წლიური ანგარიში

 მანდატურის სამსახურის წლიური ანგარიში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მანდატურის სამსახურის წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. მუშაობის შედეგები სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა შეაჯამა, დამსწრეთ გააცნო განხორციელებული ცვლილებები, მიმდინარე პროექტები და პროგრამები:

* საკანონმდებლო ცვლილებები

* სამართლებრივი განათლების პროგრამა

* მანდატურთა მომზადების კურსი - ,,პირველადი სამედიცინო გადაუდებელი

დახმარება’’

* NASRO-სთან (აშშ-ს სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა ეროვნულ ასოციაცია)

ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული მანდატურთა და

ფსიქოლოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები

* UNICEF -ისა და მანდატურის სამსახურის ერთობლივი პროექტი ,,არასრულწლოვანთა

დანაშაულის პრევენციის მექანიზმის გაძლიერება’’

* ფსიქოლოგიური ცენტრები

* პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა

სამსახურის უფროსმა ასევე ისაუბრა წლის განმავლობაში მანდატურების მიერ სკოლებში დაფიქსირებული დარღვევების სახეებსა და მათ რაოდენობაზე.

ფსიქოლოგიური ცენტრის ახალ პროექტზე - ,,ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიურ სამსახური’’ დაწვრილებით ისაუბრა ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ზარდალიშვილმა.

ანგარიშის ბოლოს, მინისტრი გაეცნო სამომავლო პროექტებსა და პროგრამებს-მათი განხორციელების ვადებსა და შესაძლებლობებს, მადლობა გადაუხადა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge