საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.03.2014

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბერი ანდრიას ფონდის სასტუმრო სახლს ესტუმრა. ამ სახლში 23 სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვი ცხოვრობს. ბავშვებზე მეურვეობა და მზრუნველობა დედა თინათინმა ითავა. ეხმარება მათ რეაბილიტაციის კურსის გავლაში, ზრუნავს მათთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე, რათა ბავშვებმა  ბედნიერად და დაცულად იგრძნონ თავი.

მანდატურებმა ბავშვებს საკვები პროდუქტი მიუტანეს და მათ ერთი დღე გაულამაზეს. აღნიშნულ საქველმოქმედო ღონისძიებას შემოუერთდნენ კომპანიები შ.პ.ს. „სანტე“, შ.პ.ს. „დაფნა“, „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა და სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს  საკუთარი წარმოების პროდუქცია.

ავღნიშნავთ, რომ ეს არ არის პიარ - აქცია, ეს მოწოდების აქციაა, რათა შემოგვიერთდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები და კომპანიები. იდეა მოიცავს სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათზე ზრუნვას და უანგაროდ დახმარებას.

მანდატურების მხრიდან მსგავსი აქციები შემდგომშიც გაგრძელდება და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge