საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

08.03.2014

მანდატურები კათარზისის თავშესაფარს ესტუმრნენ

მანდატურები კათარზისის თავშესაფარს ესტუმრნენ

ს.ს.ი.პ. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, კათარზისის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა. თავშესაფარში  მუდმივად 15 მოხუცი  ცხოვრობს.  მანდატურებმა, ტკბილეული და ყვავილები მიუტანეს ხანდაზმულებს. კათარზისის თავშესაფრის ყველაზე უხუცესი ქალბატონი 90 წლისაა.

თავშესაფრის ხანდაზამულები დიდი სიხარულით შეხვდნენ და საკუთარი ისტორიები უამბეს მანდატურებს. მხატვრული ლექსები წაუკითხეს და დიდი მადლობა გადაუხადეს მანდატურებს ყურადღებისა და გვერდში დგომისთვის.

თავშესაფარში იუბილარი დაგვხვდა, 81 წლის ქალბატონს მანდატურებმა სიურპრიზი მოუწყვეს,  ტორტი სანთლებით გაუფორმეს, საიუბილეო სიმღერა უმღერეს და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს. 

მსგავსი აქციები საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მხრიდან არაერთხელ გაიმართება. 

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge