ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა დაარსებიდან 4 წლის იუბილე აღნიშნა
მანდატურის სამსახური უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში თვისობრივად შეიცვალა. შედეგად, მანდატურის სამსახური საზოგადოებისათვის მისაღები და მოსწავლის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული გახდა. იგი სკოლას კომპლექსურ მომსახურებას აწვდის მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციის/კარიერის დაგეგმვის სახით.
მანდატურები გადამზადებას უწყვეტ რეჟიმში გადიან და ახალი პროგრამების გაცნობით მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას, შედეგად, ისინი მოსწავლეთა უსაფრთხო ფიზიკური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულნი არიან სასკოლო გარემოში შესაძლო რისკების შეფასებასა და დანაშაულის პრევენციაზე. ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფუნქციები, რაც იწვევდა ძირითად უკმაყოფილებას საზოგადოებაში, მანდატურის სამსახურს ჩამოშორდა. ყველა ზემოჩამოთვლილმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა იმ სკოლებიდან, სადაც მანდატურები ჯერ კიდევ არ მსახურობენ.
ერთი წლის წინ მანდატურის სამსახურის ბაზაზე შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია პროფესიონალური კადრებით. ეს ცენტრი ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უწევს ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ქცევითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს, საჭიროებისა და მოთხოვნის შემთხვევაში კი, მათ მშობლებსა და სკოლის პერსონალს. ფსიქოლოგიური ცენტრები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. არსებული მოთხოვნის შესაბამისად, უახლოეს მომავალში ანალოგიური ცენტრების გახსნა დაგეგმილია ფოთში, თელავში, რუსთავსა და ზუგდიდში.
მანდატურის სამსახური ასევე ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ ,,პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის’’ პროექტს, რისთვისაც მანდატურის სამსახური დაკომპლექტდა შესაბამისი სპეციალისტებით. პროექტის ფარგლებში, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტები სისტემატურად ამუშავებენ და აგროვებენ ინფორმაციას შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით, შერჩეულ 107 საპილოტე სკოლაში პედაგოგებთან ერთად მონაწილეობენ პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების ჩატარებაში, ახორციელებენ დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებისა და კონსულტაციების ორგანიზებას.
მანდატურის სამსახური ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.
ღონისძიების ფარგლებში, 83 მანდატურს, რომლებიც კონკურსის შედეგად შეირჩნენ და გადამზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს სერთიფიკატები გადაეცათ და დაინიშნენ საჯარო სკოლებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი