საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

12.11.2010

სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა.ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სტატისტიკური მონაცემები:

  • პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების ფაქტები;
  • 80 %-ით შემცირდა მოსწავლეების დაგვიანების ფაქტები;
  • 75%-ით შემცირდა მოსწავლეების სკოლიდან გაპარვის ფაქტები (ე.წ. შატალო);
  • 95%-ით აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის ფაქტები;
  • 80%-ით შემცირდა მოსწავლეებს შორის დაპირისპირების ფაქტები;
  • 90%-ით შემცირდა საჯარო სკოლებში ვანდალიზმის (სასკოლო ქონების დაზიანების) ფაქტები;

აღნიშნული შედეგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და თბილისის საჯარო სკოლების სამასი მანდატურის შეხვედრის მთავარი თემა იყო. დიმიტრი შაშკინმა მანდატურებს ეფექტური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: ,,სტატისტიკა თვალნათლივ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მანდატურის სამსახურმა გაამართლა. სკოლებში შეიქმნა ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი დაცულია და დამყარებულია დისციპლინა, რომელიც უთუოდ უნდა ახლდეს სასწავლო პროცესს’’.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლის მანდატურის სამსახური ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის საჯარო სკოლებში ამოქმედდა.

წლის ბოლომდე მანდატურები გორისა და რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge