საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

19.09.2014

განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია

განათლებისა და მეცნიერიების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მანდატურის სამსახურის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის, თბილისის საინფორმაციო ცენტრს ეწვია და რეგისტრაციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. სწავლა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. 

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში, მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. აქვე აღსანიშნავია, რომ სსსმ პირებს ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.

საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.

http://vet.ge/registration_2014_2/

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge