ახალი ამბები
ქართველ მანდატურებს ამერიკელი კოლეგები გამოცდილებას გაუზიარებენ
6 ოქტომბერს, „შერატონ მეტეხი პალასში“ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლთა ერთობლივ კონფერენცია თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“ გაიმართა. კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, NASRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის ქენედი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომელთაც უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე, სამართლებრივ განათლებასა და საგანმანათებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციაზე იმსჯელეს.
აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლთა ვიზიტის ფარგლებში, მანდატურებისათვის და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის ჩატარდება ტრენინგები. მოხდება გამოცდილების გაზიარება ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლებისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე. ტრენინგები მანდატურებს დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა ძალადობისა და დანაშაულის აღკვეთაში და შესაბამისად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებაში.
მანდატურებისათვის ტრენინგების ჩატარებაში მანდატურის სამსახურს აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაცია - NASRO-სთან რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, NASRO-ს ინსტრუქტორები, მისი აღმასრულებელი დირექტორის მო კენედის მეთაურობით, ტრენინგებს სკოლის უსაფრთხოებისა და ძალადობის პრევენციის მექნიზმების საკითხებზე ატარებდნენ.
მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროსთან (NASRO). ასოციაცია წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც სამართალებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას ახორციელებს, როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი