ახალი ამბები
ტრენინგები პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებზე

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველო ახორციელებს საჯარო სკოლის მე-9 კლასის დამრიგებელთა გადამზადებას პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის საკითხებში. ტარდება ტრენინგები საქართველოს ყველა რეგიონში. ამ ეტაპზე პროექტში უკვე ჩაერთო საქართველოს ყველა რეგიონის 500-მდე სკოლა. თვის ბოლომდე ტრენინგი ჩაუტარდება ამ სკოლების 700 მასწავლებელს, რომლებიც ტესტირების საფუძველზე მიიღებენ სერთიფიკატებს, რაც მისცემთ უფლებას ჩაატარონ პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთლები სადამრიგებლო საათის ფარგელბში.
თბილისში 9 – 10 ოქოტომბერს ტარდება პირველი ტრენინგები თბილისის სკოლების (გლდანი-ნაძლადევისა და ძველი თბილისის) მე-9 კლასის მასწავლებელთა გადამზადების მიზნით. პარალელურად მიმდინარეობს ტრენინგების ჩატარების პროცესი იმერეთის რეგიონში - ქ. ქუთაისში და შიდა ქართლის რეგიონში - ქ. გორში.
პროცესი დასრულდება ოქტომბრის ბოლომდე და 2014-15 სასწავლო წლის პირველ სემესტრში საპილოტე სკოლების მე-9 კლასებში ჩატარდება პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პირველი გაკვეთილი.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი