საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

17.04.2015

ქალაქ გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ქალაქ გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ მეიფარიანმა და სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ზარდალიშვილმა გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გახსნეს.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.

ფსიქოლოგიური ცენტრი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, რომელშიც დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.

მოზარდში ქცევითი და ემოციური პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი ფაქტორებისაგან. ფსიქო-სოცილაური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართელებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქო-კორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი მუშაობს ბავშვებთან, მათ მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ასევე მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.

ფსიქოლოგიურ ცენტრში მოსწავლეთა გადმომისამართება ხდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და მასწავლებლის მიერ მშობლის თანხმობით შევსებული რეფერალის საფუძველზე. ცენტრში მომართვიანობა თვითდინებითაც ხორციელდება.

სამომავლოდ, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გახსნა რუსთავსა და ზუგდიდში იგეგმება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge