ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა ხუთი წლის იუბილე აღნიშნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 5 წლის იუბილე აღინიშნა, სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ მეიფარიანმა განვლილი პერიოდი შეაჯამა.
ღონისძიების ფარგლებში, თამარ სანიკიძემ და ვახტანგ მეიფარიანმა იმ მანდატურებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სიგელები გადასცეს.
ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.
მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 21% შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი.
მანდატურები მუდმივად ეცნობიან საერთაშორისო გამოცდილებას და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, იმაღლებენ კვალიფიკაციას, ხდება მათი გეგმაზომიერი გადამზადება ახალი პროგრამების ფარგლებში. ამ ეტაპზე მანდატურის სამსახურის მოქმედების არეალი საქართველოს ტერიტორიის 401 საჯარო და სამ კერძო სკოლაზე, ორ პროფესიულ სასწავლებელსა და ერთ უნივერსიტეტზე ვრცელდება თუმცა, დიდია მოთხოვნა იმ სკოლებიდანაც, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ არ არის.
მანდატურის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა UNICEF, USAID, PH International და NASRO. ეს თანამშრომლობა ეფექტურს ხდის საქმიანობას. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი