საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

11.05.2015

ქვემო ქართლის შვიდ საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ

ქვემო ქართლის შვიდ საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ

ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონის შვიდ საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევლენ და თავიანთი მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან. ეს რაიონებია: მარნეული, ბოლნისი და გარდაბანი. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებათა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მეექვსე საჯარო სკოლაში შეკრებილ ახლადდანიშნულ მანდატურებს შეხვდა და იმ მნიშვნელოვან ფუნქციაზე ესაუბრა, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურებს აკისრიათ.

ამ ეტაპზე მანდატურები საქართველოს მასშტაბით, 409 საჯარო და სამ კერძო სკოლაში, ორ პროფესიულ სასწავლებელსა და ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. კვლავ დიდია მოთხოვნა იმ სკოლებიდანაც, სადაც მანდატურის სამსახური ჯერ კიდევ არ არის.

ბოლო ორი წლის მანძილზე მანდატურის სამსახურმა მნიშვნელოვანი თვისობრივი და შინაარსობრივი ცვლილება განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც სკოლას კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს მანდატურის, ფსიქოლოგიური ცენტრებისა და სკოლებში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სახით.

მნიშვნელოვანად შეიცვალა მანდატურის ფუნქცია და დღეს იგი ორიენტირებულია მოსწავლის/სტუდენტის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და პედაგოგის უსაფრთხოებაზე, დანაშაულის პრევენციაზე. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მანდატურის სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა, გასულ წელთან შედარებით 21% შემცირდა საჯარო სკოლაში მომხდარი დანაშაულის რიცხვი.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge