საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

21.11.2010

სკოლის მანდატურის სამსახური ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის მანდატურის სამსახური მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა.ორდღიან გასვლით სემინარში, რომელიც ყვარლის ტურისტულ კომპლექსში გაიმართა ტელე, რადიო კომპანიებისა და რამდენიმე ბეჭდვითი მედიის 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

სკოლის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლებში მანდატურთა საქმიანობაზე და მათ ძირითად უფლება-მოვალეობებზე ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

სემინარის მონაწილეებს განემარტათ რატომ შეიქმნა სკოლის მანდატურის სამსახური,რა არის სამსახურის მთავარი მიზნები და რა მომზადება გაიარეს მანდატურებმა საჯარო სკოლებში სამსახურის დაწყებამდე.

შეხვედრაში რამდენიმე მანდატურიც მონაწილეობდა, მათ თავიანთ მაგალითზე ისაუბრეს თუ რა ურთიერთობა აქვთ მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან. მანდატურების თქმით, სკოლის მოსწავლეები მათ უფროს მეგობრებს უწოდებენ და მათთან უკვე პირადი პრობლემებითაც მიდიან. მანდატურებმა საქმიანობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზეც ისაუბრეს და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპაუხეს.

უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ფარგლებში მანდატურის სამსახურის შემოღების შემდეგ, სკოლებში ძალადობის ფაქტები შემცირდა.ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად მოისპო სკოლებში თამბაქოს მოხმარების შემთხვევები, შემცირდა მოსწავლეების დაგვიანებისა და სკოლიდან გაპარვის ფაქტები, აღმოიფხვრა ფულის გამოძალვის შემთხვევები, მოსწავლეებს შორის დაპირისპირებისა და სკოლებში სასკოლო ქონების დაზიანების ფაქტები.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge