საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

23.06.2015

საკალათბურთო ტურნირი „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“

 საკალათბურთო ტურნირი „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“

მთაწმინდის პარკში გაიმართა ქართველი და ამერიკელი სკოლის მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული საკალათბურთო გუნდების პირველი ტურნირი „ვითამაშოთ კალათბურთი - საქართველო“. ამ ტურნირისთვის, სპეციალურად ნიუ იორკის შტატის ორი ქალაქიდან, ალბანი და ბაფალო ჩამოვიდნენ გოგონათა და ვაჟთა სკოლის საკალათბურთო გუნდები. ტურნირში მონაწილე ქართული საკალათბურთო გუნდები 2015 წელს ჩამოყალიბდა. ისინი დაკომპლექტებულია თბილისისა და რუსთვის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებით, რომლებსაც ავარჯიშებდნენ და მეურვეობდნენ სკოლის მანდატურები, ხოლო მათთან პერიოდულად სტუმრობდა სამართალდამცავი და გუნდის წევრ მოზარდებს ესაუბრებოდა ცხვორების ჯანსაღი წესის, საზოგადოებრივი წესრიგის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 

 პროექტში ჩართულია თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდისა და სენაკის საკალათბურთო გუნდები.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)