ახალი ამბები
ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“

30 ივლისს დაიწყო ტრენინგები თემაზე „ბავშვთა მიმართ ძალადობა - გადამისამართების პროცედურები ბავშვის დაცვის საჭიროების შემთხვევებში“. პროგრამის განმახორციელებელი არის მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) . პროექტი მომზადდა “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ ხელშეწყობით. სამიზნე ჯგუფებს (ბენეფიციარებს) წარმოადგენენ მანდატურები მთელი საქართველოს მასშტაბით. ისეთ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მანდატურები, სკოლიდან თითო წარმომადგენელი (დირექტორი/სასწავლო ნაწილი/მასწავლებელი) გაივლის აღნიშნულ სატრენინგო კურსს. ტრენინგი 2 დღიანია. კურსი მოიცავს თეორიულ მასალას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ჯგუფთან მუშაობის პრინციპებზე, თემატურად დაკავშირებულ ღონისძიებებსა და აქტივიზატორებზე. ტრენინგის ძირითადი თემებია: „ბავშვზე ძალადობის განმარტება და ფორმები“; „ძალადობა და კონფლიქტი“; ძალადობის გავრცელების ხელშემწყობი და დამცავი ფაქტორები“; „ძალადობის შედეგები“; ძალადობაგანცდილი ან ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვის ფიზიკური, ქცევითი და ემოციური ნიშნების ამოცნობა“; „ძალადობა სკოლაში“; „სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვი“; „ძალადობაგანცდილ ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები“; „მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობა“; „ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურები საქართველოში“.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი