ახალი ამბები
დაიწყო მანდატურის სამსახურის მანდატურთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
![დაიწყო მანდატურის სამსახურის მანდატურთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა](http://mandaturi.gov.ge/image/cache/data/news/1555446472-cr-800x600.jpg)
მანდატურის სამსახური განვითარების გეგმის მიხედვით ფართოვდება და სთავაზობს მის მომსახურებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
ამ ეტაპზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, კონკურსის წესით შერჩეული პირები გადიან სპეციალური მომზადების კურსს, რომლის წარმატბით დასრულების შემდგომ დასაქმდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურებად.
2015-2016 სასწავლო წელს მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება 3 რეგიონის 10 საჯარო სკოლაში, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: იორმუღანლო და ლამბალო, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გამარჯვება, ყარაჯალასა და ქესალოში, ბოლნისის მონიციპალიტეტის სოფელ კაზრეთში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი