საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

13.04.2010

მინისტმა მანდატურებს სერტიფიკატები გადასცა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლების მანდატურთა პირველ ჯგუფს სერტიფიკატები გადასცა. მომავალი მანდატურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადდნენ, ისინი ორი კვირის მანძილზე თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეცნობოდნენ და ფსიქოლოგიურ კურსს გადიოდნენ.

15 აპრილიდან, მანდატურები თბილისის ათ საპილოტე სკოლაში შევლენ. სამკაციანი ჯგუფი, დაკომპლექტებული ერთი ქალბატონისა და ორი მამაკაცისაგან, სკოლის შიდა განაწესს დაიცავს, სკოლაში კონფლიქტების, დანაშაულის პრევენციასა და ბავშვებისთვის ყველა სახის დახმარებას უზრუნველყოფს. მანდატურების ფუნქცია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა და უფლება არ აქვთ სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ.

სკოლის მანდატურები საინფორმაციო ტექნელოგიებით აღჭურვილ, საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან და ვიდე-კამერებით გააკონტროლებენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრს, ასევე ექნებათ სპეციალური ფორმა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები.

მანდატური ვალდებულია კონფლიქტური სიტუაცია შეაფასოს და ცალკეულ შემთხვევაში, დირექტორს რეაგირება მოსთხოვოს. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში,შეუძლია საქმის კურსში მშობელი ჩააყენოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც აცნობოს. უკიდურეს შემთხვევაში მანდატურს უფლება აქვს პატრული გამოიძახოს.

სამინისტროს ახალი ინიციატივის მიზანია სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge