ახალი ამბები
გრძელდება მანდატურთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, კონკურსის წესით შერჩეულმა პირებმა წარმატებით გაიარეს მანდატურთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
ამჟამად ისინი გადიან ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემებს, კერძოდ: კომუნიკაცია, კონფლიქტი და მედიაცია, ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებები, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა, სტრესი, ტრავმა, ძალადობა, ბავშვთა დაცვის რეფერირების (მიმართვიანობის) პროცედურები საქართველოში.
აღნიშნული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი დასაქმდებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურებად.
შეგახსენებთ, რომ მანდატურის სამსახური განვითარების გეგმის მიხედვით ფართოვდება და სთავაზობს მომსახურებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2015-2016 სასწავლო წელს მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება 3 რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი