ახალი ამბები
გრძელდება პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის GE CALLS, დანერგვა საჯარო სკოლებში
![გრძელდება პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის GE CALLS, დანერგვა საჯარო სკოლებში](http://mandaturi.gov.ge/image/cache/data/news/1555446475-cr-800x600.jpg)
PH International-ის პროგრამის ფარგლებში სამართლებრივი კულტურის სწავლება უკვე რვა წელია წარმატებით დაინერგა საქართველოს ასობით სკოლის მე-7 და მე-9 კლასებში. ამ წლების მანძილზე გამოიკვეთა საჭიროება, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც შეხვედროდნენ მადნატურებსა და სამართალდამცავებს.
საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისათვის GE CALLS, 2015-2016 წლებში ახორციელებს საპილოტე პროგრამას მანდატურთა და სამართალდამცავთა შეხვედრებს პატარებთან. შეხვედრები ჩატარდება არასაკლასო ვითარებაში, შეხვედრებზე პრაქტიკულად არ არის თეორიული სწავლება, ძირითადი დრო ეთმობა თამაშებსა და სახალისო სავარჯიშოებს, როგორიცაა გაცნობის თამაშები, ყინულის ტეხვის სავარჯიშოები, გუნდის შეკვრის სავარჯიშოები, მცირე ჯგუფებში მუშაობა და სხვა.
სავარჯიშოებისა და აქტივობების წამყვანები ძირითადად მანდატურები და სამართალდამცველები იქნებიან, ხოლო დამრიგებლები მათი თანაწამყვანები.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი