საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

05.10.2015

მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლებმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წამომადგენლებმა თემაზე: „უსაფრთხო სკოლა“ ერთობლივი კონფერენცია გამართეს.კონფერენციაზე, რომელსაც NASRO-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს მორის კენედი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ იმჯელეს როგორც უსაფრთხო სკოლის კონცეფციაზე, ასევე სამართლებრივ განათლებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციაზე. 
მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მყოფი აშშ-ს სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის (NASRO) წარმომადგენელთა მხრიდან  მანდატურებისათვის და მანდატურის სამსახურის თანამშრომლებისათვის სპეციალური ტრენინგები ჩატარდება, რაც მანდატურებს დაეხმარებათ, კიდევ უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა ძალადობისა და დანაშაულის აღკვეთაში, შესაბამისად, სკოლებში უსაფრთხო გარემოს განმტკიცებაში. ქართველ და ამერიკელ მანდატურებს შორის სკოლებში, მოხდება ასევე გამოცდილების გაზიარება  ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებების გატარების, მოძალადის გამოვლენისა და შესაბამისი ორგანოების დროულად ინფორმირებულობის საკითხებზე.
აშშ-ს ამერიკის სკოლის ოფიცერთა ეროვნული ასოციაცია-ნასროსთან (NASRO) მანდატურის სამსახური  აქტიურად თანამშრომლობს. ასოციაცია წარმოადგენს სერთიფიცირებული სამართალდამცავი ოფიცრების, სკოლის უსაფრთხოებისა და საგანმანათლებლო პერსონალის, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების უმსხვილეს სასწავლო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც სამართლებრივ განათლებასთან დაკავშირებული ინოვაციური მიდგომების დანერგვას და სკოლის უსაფრთხოების ოფიცერთა პროგრამების პოპულარიზაციას როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ახორციელებს.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge