საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

29.12.2015

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა

თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.
სკოლაში თითოეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში I-დან XII-ს კლასის ჩათვლით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ქართული ჟესტური ენაც ისწავლება, კოხლეარული ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.
შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მანდატურის სამსახურის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი და ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ვერულაშვილი ერთად, წინასაახალწლოდ, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა 203-ე სკოლა-პანსიონს ესტუმრა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სკოლაში საცირკო წარმოდგენა გაიმართა, რის შემდეგაც, ლიბერთი ბანკისაგან ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს. 

თბილისის №203 საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 155 მოსწავლეა, სმენისარმქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვებს ემსახურება. სახელმწიფო დაფინანსებით, სკოლა პანსიონურ მომსახურებასაც ახორციელებს.

სკოლაში თითოეული მოსწავლე ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს. კლასში I-დან XII-ს კლასის ჩათვლით, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, ქართული ჟესტური ენაც ისწავლება, კოხლეარული ინპლანტის მქონე ბავშვებისთვის გახსნილია ერთი კლასი (სადაც ქართული ჟესტური ენა არ ისწავლება). გარდა ამისა, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს დამხმარე სერვისს - მეტყველების განვითარებაზე სურდოპედაგოგები მუშაობენ.

შესაძლებლობების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებებში. ახალი წლის დადგომასთან ერთად კი, მათთვის საქველმოქმედო ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge