ახალი ამბები
მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონში
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500 აღემატება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს პირადად წარუდგინეს მანდატურები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას.
შერჩეულმა კანდიდატებმა, პოლიციის აკადემიაში, მანდატურთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს. იგეგმება მანდატურის სამსახურის ეტაპობრივი ამოქმედება სამცხე–ჯავახეთის 6 და ქვემო ქართლის 5 საჯარო სკოლაში.
ამ ეტპზე, 1251 მანდატური საქართველოს 422 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი