ახალი ამბები
მანდატურთა შესარჩევი კონკურსი
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
აცხადებს მანდატურთა შესარჩევ კონკურსს შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:
ქ.თბილისი;
ქ.რუსთავი;
ქ.ბათუმი;
ქ.ფოთი;
ქ.ოზურგეთი;
ქ.ლანჩხუთი;
ქ.ზუგდიდი;
ქ.ქუთაისი;
ქ.ჭიათურა;
ქ.სამტრედია;
ქ.წალენჯიხა;
ქ. ლაგოდეხი;
ქ.დუშეთი;
ქ.მარნეული;
ქ.გარდაბანი;
ქ.ახალქალაქი;
ქ.ნინოწმინდა;
დაბა ასპინძა;
დაბა ვალე;
დაბა ქედა;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი-სოფელი ახალსოფელი, სოფელი ჭარნალი, დაბა ქედა, სოფელი სალიბაური, სოფელი ფერია;
ქობულეთის მუნიციპალიტეტი-სოფელი ლეღვა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი-დაბა ლაითური, დაბა ნასაკირალი;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი-სოფელი განჯალი, სოფელი კაბალი;
ახმეტის მუნიციპალიტეტი-სოფელი ქვემო ალვანი;
გურჯაანის მუნიციპალიტეტი-სოფელი კარდენახი;
სიღნაღის მუნიციპალიტეტი-ქ. წნორი;
მცხეთის მუნიციპალიტეტი-სოფელი მუხრანი, სოფელი მისაქციელი;
დუშეთის მუნიციპალიტეტი-დაბა ჟინვალი;
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი-სოფელი ლამბალო;
მარნეულის მუნიციპალიტეტი-სოფელი ქეშალო, სოფელი ალგეთი; სოფელი ქესალო, სოფელი სადახლო;
გარდაბნის მუნიციპალიტეტი-სოფელი ნორიო, სოფელი ვაზიანი, სოფელი სართიჭალა, სოფელი ნაზარლო;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი-სოფელი კოდა;
ბოლნისის მუნიციპალიტეტი-დაბა კაზრეთი.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს - ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს შესაბამისი ასაკი და განათლება, იცის სახელმწიფო ენა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ოფისებში;
წარსადგენი დოკუმენტაცია:
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი);
საბუთების წარდგენა:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მითითებული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: Hr@mandaturi.gov.ge
კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსებს;
მოსამზადებელი კურსების ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 თვე;
მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლა წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასაქმების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობას;
იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი წარმატებით ვერ გაივლის მოსამზადებელ კურსებს, იგი ვალდებულია სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აანაზღაუროს მისი მომზადების მიზნით გაწეული ხარჯები;
დაინტერესებულ კანდიდატს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, გასაუბრებისა და კონკურსის შედეგების თაობაზე, მიეწოდება პირადი ელ. ფოსტის მეშვეობით;
კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 24 აგვისტოდან - 31 აგვისტოს ჩათვლით;
კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შემოიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას „თემა“-ში(subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის(ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება;
დაგვიანებით და/ან არასრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში პირი არ დაიშვება კონკურსზე.
სასარგებლო ბმულები
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
განათლების საერთაშორისო ცენტრი