საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური

OFFICE OF RESOURCE OFFICERS OF EDUCATIONAL INSTITUTIONS

ახალი ამბები

14.12.2010

რუსთავის სკოლებში მანდატურები შევიდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რუსთავის №21 საჯარო სკოლაში მანდატურთა სამკაციანი ჯგუფი წარადგინა.

რუსთავის №21 საჯარო სკოლის პარალელურად, მანდატურები№1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8 და №9 სკოლებშიც შევიდნენ. ისინი ეტაპობრივად რუსთავის ყველა საჯარო სკოლას მოიცავენ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 2010 წლისთვის მანდატურების საჯარო სკოლებში შესვლის პროცესი დასრულებულია.

2011 წლიდან მანდატურთა ეტაპობრივი შესვლა საჯარო სკოლებში კვლავ გაგრძელდება.

სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის,ზუგდიდის, გორის, ქუთაისის და ფოთის საჯარო სკოლებში შევიდნენ.

სამკაციანი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ერთი ქალბატონია, უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა პოლიციის აკადემიაში. ისინი სრულად ფლობენ იმ უნარ-ჩვევებს,რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში დაეხმარებათ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.

სპეციალური ფორმითა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებით აღჭურვილი მანდატურები საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ოთახებში განთავსდებიან. უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.

როგორ გავხდე მანდატური?

მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი

2 200 220 (3335)

ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი

08 00 00 00 88

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3025)

ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი

2 200 220 (3005)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი - ლანა ხუნაშვილი l.khunashvili@mandaturi.gov.ge