ახალი ამბები
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილისა და მანდატურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრა მანდატურებთან
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და მანდატურის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, გელა გელაძემ თბილისის სკოლების მანდატურებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და მათ დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახური ახალი მიდგომებით იმუშავებს, ამასთან, სკოლის მანდატურების როლი და ფუნქციები იზრდება. შესაბამისი კომპლექსური სამოქმედო გეგმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა. ახალი რეგულაციების ფარგლებში, მანდატურის სამსახურის ფუნქცია, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან ერთად, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანსაღი გარემოს შექმნა იქნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღიჭურვება ვიდეოკამერებით, მანდატურის სამსახური გააძლიერებს ფსიქოლოგიური დახმარების კომპონენტს. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კამპანიების და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში უშუალოდ იქნებიან ჩართულნი თავად მანდატურები.
მომსახურების ერთიანი ბაზა
სასარგებლო ბმულები
-
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
-
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
-
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
-
განათლების საერთაშორისო ცენტრი